კომპანია ICR-მა ფეხსაცმლის და აქსესუარების ახალი მულტიბრენდული მაღაზია icr shoes გახსნა, რომელიც 7 მაღაზიას, უამრავ ბრენდ და ფეხსაცმლის და აქსესუარების 1000-მდე მოდელს აერთიანებს. მაღაზია დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე გაიხსნა და ერთ სივრცეში მომხმარებელს სრული ასორტიმენტის დათვალიერება-შეძენის შესაძლებლობაც აქვს. ამასთან, კომპანია ლოიალური მომხმარებლებისთვის სიახლეებს და ფასდაკლების აქციებსაც აანონსებს.