Home
Category
TV Live Menu

IEA: ნავთობის სიჭარბე ბაზარზე 2017 წელსაც შენარჩუნდება

57d7d0843622d
BM.GE
13.09.16 14:08
1196
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის სიჭარბე იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA)პროგნოზით, ნავთობის სიჭარბე ბაზარზე მინიმუმ 2017 წლის პირველი 6 თვე გასტანს.

როგორც სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული, ნავთობის მოხმარების შემცირება და პროდუქციის ჭარბი მიწოდება მიანიშნებს, რომ ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება. მანამდე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ელოდებოდა, რომ ნავთობის სიჭარბე მიმდინარე წლის მეორე ნახევარში აღარ იქნებოდა, თუმცა, მათი პროგნოზი არ გამართლდა.

როგორც "როიტერსი" აღნიშნავს, ნავთობის მოხმარების შემცირება, იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ვარაუდობდა, რომ ნავთობზე მოთხოვნის კლება დღეში 1,2 მილიონ ბარელი იქნებოდა, თუმცა, ეს პროგნოზი მოგვიანებით შეცვალა და ნავთობის მოხმარებაზე კლება 1,3 - 1,4 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day