საქართველოში ექსპორტის ზრდისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ სფეროდ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ასახელებს და მიუთითებს რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტის მოსახვედრად საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვაა საჭირო. იან ვან ბილსენი "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტის შემოსასვლელად მიმზიდველ სფეროდ ტურიზმსაც ასახელებს.
"ტურისტებს ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოაქვთ და საქართველო ამ კუთხით საკმაოდ კარგად მუშაობს. საქართველოს საწარმოო ბაზა საკმაოდ მცირეა. საქართველოს არ აქვს ბევრი პროდუქტი, იმისთვის რომ ის ექსპორტზე გაიტანოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დიდი პტენციალი აქვს და იმისთვის, რომ გაიზარდოს აგსოსასურსათო პროდუქტების ექსპორტი მათ საერთაშორისო სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.
ვთვლი, რომ ქვეყანაში ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა კარგი იდეაა, საქართშველში ბიზნეს გარემო გაუმჯოესებულია და მთავრობა ნამდვილად არის ბიზნესზე ორიენტირებული. ამიტომ მოხარული ვართ ყველა ინიციატივით, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოდის", - განაცხადა "საქმის კურსთან" საუბარში IFC-ის რეგიონალურმა მენეჯერმა.