ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გუშინდელი მონაცემებით დღიური დადებითობა 3.66%, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,58% იყო. არსებულ ვითარებაში ბიზნესი და მოსახლეობა შეზღუდვების ხელახალ დაწესებას ელოდება. რამდენად აქვს ქვეყანას დღეს ამ შეზღუდვების ფუფუნება და რა გავლენას იქონიებს მესამე შესაძლო ლოქდაუნი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე?