Home
Category
TV Live Menu

"იკვეთება "საპარტნიორო ფონდის" კომპანიების კავშირები ფარცხალაძესთან, მამაცაშვილთან და ივანიშვილთან"

57bee128d2b41
BM.GE
25.08.16 16:10
1204
სს „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია - მისი 100% სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, მისი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფონდის საქმიანობაზე ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ ფონდის სამი პროექტი (ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სს „ჰუმანითი ჯორჯია’’), გარკვეულ კითხვებს აჩენს. კერძოდ,

„ამ პროექტებში „საპარტნიორო ფონდთან” ერთად თანაინვესტორი კომპანიების: Merrydow Development Holdings LTD (მისი დირექტორი/ოფიცერი კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული), შპს „როიალ დეველოფმენთის’’ (საეჭვოა მათი პროექტში მონაწილეობა) და სს „ჰუმანითი ჯორჯია’’ (კვალს ოფშორამდე მივყავართ) საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისი ან ბუნდოვანია. გარდა ამისა, სს „ჰუმანითი ჯორჯიასა” და შპს „როიალ დეველოფმენთის” შემთხვევაში იკვეთება კავშირები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გავრცელებული ინფორმაციის ჭრილში - ივანიშვილის ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილის „საპარტნიორო ფონდში” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირად საუბრებში ფონდშიც გვიდასტურებენ, რომ ბატონი მამაცაშვილი ფონდში 2012-2016 წლებში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პროექტებში, სადაც „საპარტნიორო ფონდი” მინორიტარია შემსრულებელი კომპანიების არჩევა ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. ეს სტანდარტები, ვფიქრობთ, საკმარისი არ არის პროექტების სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ზოგიერთ შემთხვევაში კითხვებს აჩენს სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის” მიერ სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე და ეფექტიან ხარჯვასთან მიმართებაში“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

არასამთავრობოში განმარტავენ, რომ, საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი

Subscribe to our news

Get the main news of the day