Home
Category
TV Live Menu

ილია ელოშვილი: ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები

5965f3ba51fb1
BM.GE
12.07.17 14:00
666
ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილი ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით პროგნოზებს არ აკეთებს. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტროს მოლოდინები მნიშვნელოვანი არ არის.

„არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე ითვლის ტარიფებს. ის არის თავის მოქმედებებში სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება“, - განაცხადა ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაზის ახალი ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში, სემეკის სხდომებზე გახდება ცნობილი, რომელიც 17 და 18 ივლისს არის ჩანიშნული.

Subscribe to our news

Get the main news of the day