ილიაუნი ახალი კამპუსის მშენებლობას 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს.
მულტიფუნქციური, სრულად ადაპტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო აუდიტორიებით, სამუშაო ოთახებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი 4000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის საგანმანათლებლო შენობა, ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე აშენდება.
შენობა 4 სართულიანი იქნება და პირველიი ორი სართული San Diego State University Georgia-ს დაეთმობა.
მშენებლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni-ისა და San Diego State University Georgia-ის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.