ილიაუნის ფორბსის კლუბი 2016 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია Forbes Media Partners-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე და კლუბში უკვე 300-ზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული.
მუდმივი წევრებისთვის დამზადდება ბარათები, მათთვის შემუშავებულია წახალისების სისტემაც. კერძოდ: ფორბსის კლუბის ის წევრები, რომლებიც 2016-2017 წლის ფარგლებში ილიაუნის Forbes-ის კლუბის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების 70%-ს დაესწრებიან.
ყველაზე აქტიურ წევრებს წლის ბოლოს კლუბი შესთავაზებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს;
კლუბი ორგანიზებას გაუწევს საინტერესო შეხვედრებს, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, მისცემენ რჩევებს და უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს.
როგორ გავხდე ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრი?
იმისთვის, რომ გახდეთ ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრი, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
ვის შეუძლია გახდეს ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრი?
ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია მსგავსი თემატიკის შეხვედრებზე დასწრებით. კლუბის წევრობისთვის არ არის სავალდებულო იყოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
სად და როდის ჩატარდება ილიაუნის ფორბსის კლუბის შეხვედრები?
ილიაუნის ფორბსის კლუბის შეხვედრები 2 დეკემბრიდან ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ, პარასკევობით, 19:00 საათზე, ილიაუნის ფორბსის აუდიტორიაში (E 405 აუდიტორია).
რატომ უნდა შევავსო სარეგისტრაციო ფორმა ილიაუნის ფორბსის კლუბის წევრობისთვის?
ფორბსის კლუბის ის წევრები, რომლებიც 2016-2017 წლის ფარგლებში ილიაუნის ფორბსის კლუბის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების 70%-ს დაესწრებიან (თითოეული შეხვედრის დროს მოხდება დამსწრეთა რეგისტრაცია), დაჯილდოვდებიან „ფორბსისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატით;
ილიაუნის ფორბსის კლუბში უკვე ჩატარდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა. კერძოდ, 2016 წლის გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციები გამართეს:
ADJARA GROUP HOSPITALITY-ს გენერალურმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ;
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ;
ბიზნესმენმა და კომპანია BitFury-ს წარმომადგენელმა საქართველოში, ეფრემ (რემი) ურუმაშვილმა
კომუნიკაციებისა და ბრენდინგის სპეციალისტმა, მედიაპროდიუსერმა, ზაქარია ზალიკაშვილმა