უკრაინის ილიჩევსკის პორტში, საქართველოსკენ მომავალი 400-მდე ვაგონი და 740-მდე სატვირთოა გაჩერებული. მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული სატრანზიტო შეზღუდვებია.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პორტში ამ დროისთვის 269 ვაგონია, რომელიც ბათუმისკენ უნდა გამოემგზავროს, ასევე 129 ვაგონი ფოთისკენ. 740-მდე სატვირთო საქართველოში ბორნით უნდა შემოვიდეს.
რუსეთის შეზღუდვის შედეგად, ტვირთების გადაზიდვა ფერხდება ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით.
საქართველოს მიმართულებით ტვირთების გადმოზიდვაზე გრაფიკი ერთი კვირის ვადაში უნდა შედგეს.
1 იანვრიდან რუსეთმა შემოიღო სქემა, რომლის მიხედვითად უკრაინიდან გარკევული ტვირთების გატარება, მხოლოდ ბელარუსის მეშვეობით უნდა მოხდეს.