მსოფლიოში უმუშევრობის დონე რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწევს - ასეთია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კვლევის შედეგი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას მსოფლიოს 187 ქვეყნიდან.
როგორც ILO პროგნოზირებს, 2017 წელს მსოფლიოში 200 მილიონი დაუსაქმებელი ადამიანი იქნება. კვლევის მიხედვით, უმუშევრების რიცხვი მსოფლიოში 2017 წელს 3,4 მილიონი ადამიანით გაიზრდება, 2018 წელს კი 2,7 მილიონით. მიზეზი ისაა, რომ სამუშაო ძალა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე სამუშაო ადგილები.