Home
Category
TV Live Menu

ილონ მასკმა ახალი ტექნოლოგია შექმნა, რომელიც ადამიანის ტვინს კომპიუტერთან დააკავშირებს

58da29c61baf7
BM.GE
28.03.17 14:00
922
Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ახალი სტარტაპი - Neuralink შექმნა, რომლის მიზანიც ტექნოლოგიის განვითარებაა. როგორც  BBC წერს, ახალი ტექნოლოგია ადამიანის ტვინს კომპუტერებთან დააკავშირებს.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა საკუთარ ტვიტერზე. ინოვაციური კომპანია ეგრეთწოდებულ "ნერვული ბადის" ტექნოლოგიას განავითარებს, აღნიშნულის საშუალებით კი პატარა ელექტროდების ტვინზე მოთავსება მოხდება. შედეგად, ადამიანების მეხსიერებისა და ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილი გამოცემები იუწყებიან, ილონ მასკის კომპანიაში მუშაობის სურვილი უკვე ამ დარგის ძალიან ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day