იმ უბნებში, სადაც კ2 კოეფიციენტის მომატებაზე შეზღუდვა დარჩება, დეველოპერული კომპანიები გასაყიდი ბინების ფასის მატებას ელოდებიან. კომპანია მ2-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, მიუხედავად ამისა დევეოპერები ვერ შეძლებენ ბინას იმაზე მეტი ფასი დაადონ, რასაც ბაზარი თავად დაარეგულირებს. ბურდილაძე მერიას გენერალური გეგმის ვადებში დასრულებასაც ურჩევს.
"კ2 კოეფიციენტის თემა საკამოდ რთულია, ერთ რამეში ვეთანხმები მერიას რომ ეს უნდა იყოს ორგანიზებული და არ უნდა იყოს ქაოტური. გენერალური გეგმის შემუშავება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია თუ ზონირების კოეფიციენტის დაწესება უბნების მიხედევით მოხდება.
გენერალური გეგმა უნდა დასრულდეს მალე და დროში არ უნდა გაიწელოს.
რაც უფრო ნაკლები იქნება კ2 კოეფიციენტი მით უფრო მოიმატებს ფასი გასაყიდი ბინების, თუმცა გასაყიდ ფასს არეგულირებს ბაზარი, რაც არის იმაზე მეტს ვერ დააწესებს დეველოპერი. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ბაზრით დარეგულირდება და იმედი მაქვს ისეთ გადაწყვეტილება მიიღებენ რომ მოგებაში დარჩეს დეველოპერიც და არ დაზიანდეს ურბანული მდგომარეობაც", - განაცხადა ბურდილაძემ.