Home
Category
TV Live Menu

იმერეთში 9 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

57d90422308a1
BM.GE
14.09.16 11:49
1060
შპს „აგრო+“-მა პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუბისწყალში დაათვალიერა პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, შპს „აგრო+“ ბაღი, რომელიც პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 8.4 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 90,038 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9,961 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 86.2 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 454 055 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1 519 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 7,8 მილიონ ლარს აღემატება.

Subscribe to our news

Get the main news of the day