Home
Category
TV Live Menu

IMF: გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

591e946c6716b
ნინო კვინტრაძე
19.05.17 10:43
889
საერთაშორისო სავალუტო ფონდი გადასახადების შეცვლის შესაძლებლობას, ქვეყნისთვის სასარგებლოს უწოდებს, - ასე უპასუხა ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშონ ჟურნალისტების კითხვას უნდა შეიცვალოს თუარა კონსტიტუციაში ჩანაწერი გადასახადებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ხვედავთ მეტ მოქნილობას და სარგებელს, არა იმაში რომ გადასახადების ზრდის შესაძლებლობა იყოს, არამედ, იმაში რომ შესაძლებელი იყოს შეიცვალოს გადასახადების სტრუქტურა.

გადასახადები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე. ამიტომ გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა მეტად სასარგებლო და მოსახერხებელი იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია", - ამბობს ფრანსუა პეშო.

Subscribe to our news

Get the main news of the day