Home
Category
TV Live Menu

IMF: გრძელვადიანი ინვესტიციების მოსაზიდად ეფექტური სასამართლო სისტემაა საჭირო

5a2a47146d5f1
BM.GE
08.12.17 11:50
906
"ხელისუფლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას განაგძობს, თუმცა ინვესტიციების მოსაზიდად მეტის გაკეთებაა საჭირო", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვაში წერია. IMF აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს ელექტროენერგიის მიწოდების, მინორიტარი აქციონერების დაცვისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით. ამასთან, ახალი კანონი გაკოტრების შესახებ, რომელიც 2018 წლის სექტემბრისთვის უნდა შევიდეს ძალაში, შექმნის რესტრუქტურიზაციის ძლიერ ჩარჩო დოკუმენტს არაფინანსური კორპორაციებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ მიწის კადასტრის პროგრამა ნელი ტემპით ვითარდება, ის დაიცავს ქვეყანაში საკუთრების უფლებას, გაამარტივებს ტრანზაქციის ხარჯებს და შექმნის დამატებით უზრუნველყოფას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში.

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე აკრძალვა გამოაცხადა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ალტერნატიული გზები უნდა გამონახოს სოფლის მეურნეობის დარგში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, მაგალითად გრძელვადიანი ლიზინგის სახით.

ამასთან გრძელვადიანი ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს თანამედროვე, ეფექტური და გამჭვირვალე სასამათლო სისტემა სჭირდება", - აღნიშნავს IMF.

Subscribe to our news

Get the main news of the day