საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იანვრის თვის პროგნოზი განაახლა. ახალი დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი შეფასებებით, 2016 წელს მსოფლიო საშუალოდ 3.1%-ით გაიზრდება.
განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში ზრდა 4.1%-ია; ევროპა 2.9%-ით იზრდება; აზიის ქვეყნები,მათ შორის, ჩინეთი 6.3%-ით. დსთ-ს რეგიონის ეკონომიკური ზრდა, წინასწარი შეფასებით, 0.1%-ით ეცემა. ეს ვარდნა რუსეთზე მოდის. რუსეთის გარეშე დსთ-ის რეგიონი 1.1%-ით იზრდება.
რაც შეეხება 2017-2018 წლების გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. შესაბამისად, სავალუტო ფონდი 2017 წელს 3,4%-იან, 2018 წელს კი 3,6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.