Home
Category
TV Live Menu

"IMF-ს მთავრობასთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი კომფორტი გააჩნია"

59b7f77296f54
თელარა გელანტია
12.09.17 18:56
985
საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს რეფორმების დინამიკა მოსწონს.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა და საქართველოში სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურის და ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის მიმდინარეობა შეაფასა.

"ძალიან კარგი შეხვედრები გქვქონდა სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთს და ჩვენს რეგიონს კურირებს. ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გვაქვს აღებული სამზინეები, ამ მიმართულებებს მივაღწევთ და ეს ნათლად ჩანს, იმ ქმედებებში, რომელსაც ვახორციელებთ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდს გააჩნია საკმაოდ დიდი კომფორტი ჩვენთან ურთიერთობის. მათ მოსწონთ რეფორმების დინამიკა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა ქვეყანაში ბევრი სიკეთის შექმნის საშუალებას მოგვცემს.

Subscribe to our news

Get the main news of the day