საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი ფრანსუა პეშო საბანკო სექტორში გამსხვილესი ტენდენციას ბუნებრივ პროცესს უწოდებს. პეშომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ქართული საბანკო სექტორის ეფექტურობას შევადარებთ სხვა ქვეყნებისას, ის საკმაოდ ეფექტურია.
რაც შეეხება კითხვას, IMF-ის პროგრამის ფარგლებში, ბანკებისთვის შემუშავებულ ცვლილებებზე, რაც მათ შორის კაპიტალის მინიმალური მოთხოვნის გაზრდას გულისხმობს, ფრანსუა პეშომ განაცხადა:
„სახლის სახურავი მაშინ უნდა შეაკეთო, როდესაც მზე ანათებს. საქართველოში საბანკო სექტორი კარგად ვითარდება, არის ლიკვიდური და ძლიერი. ამჯერად დროა რომ სექტორი გახდეს კიდევ უფრო მდგრადი“.