საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფისკალური გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიმართულებით.
IMF-ის განცხადებით, დოკუმენტები უფრო ყოვლისმომცმელი გახდა ცენტრალური ხელისუფლების საბალანსო მაჩვენებლისა და შემოსავლების მიმართულებით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფისკალური პროგნოზები და ბიუჯეტირება უფრო პერსპექტიული და პოლიტიკაზე ორიენტირებულია.
"ამასთან, ფისკალური რისკების გამოვლენა და ანალიზი განსაკუთრებულად არის გაუმჯობესებული პუბლიკაციებით, რომლელიც დეტალურად ასახავს ფისკალურ რისკებს.
ფისკალური გამჭვირვალობის პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად, საქართველოს ღია ბიუჯეტის ინდექსი გაუმჯობესდა 34-დან 66 ქულამდე 2006-დან 2015 წლებში. ამჟამად საქართველოს მე-16 ადგილი უჭირავს 102 ქვეყანას შორის",- ნათქვამია დოკუმენტში.
IMF ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს ძლიერ და სუსტ მხარეებს ასახელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ძლიერი მხარეებია:
• ქვეყნდება დეტალური ინფორმაცია საჯარო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ანგარიში ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით;
• საშუალოვადიანი პროგნოზებისა და ბიუჯეტის ხარჯების გეგმების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება;
• ალტერნატიული მაკროეკონომიკური სცენარების გავლენა საჯარო ფინანსებზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესებაა საჭირო შემდეგი მიმართულებებით:
• ფისკალური ანგარიშები იძლევიან ფრაგმენტულ ინფორმაციას სახელლმწიფო აქტივობების შესახებ
• ფისკალურ აგრეგატებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი რეპორტებში არ არის განმარტებული.
• არც სამთავრობო ფისკალური მაჩვენებლები და არც წლიური საფინანსო ანგარიშები არ ექვემდებარება გადამოწმებას...
საერთაშორისო სავალუტო ფონდს რეკომენდაციებიც აქვს. ორგანიზაცია ითხოვს, მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტივობების კონსოლიდირება ფინანსურ ანგარიშში და შედგეს ყოველწლიურად კონსოლიდირებული სახელმწიფო საფინანსო ანგარიში; გაძლიერდეს ფისკალური რეპორტინგი რამდენიმე მიმართულებით, გამოქვეყნდეს ინფორმაცია დაგეგმილი შემოსავლების შესახებ და განხორციელდეს მათზე კონტროლი ან დაწესდეს საბიუჯეტო ლიმიტები ამ ყველაფრის გათვალისწინებით.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, გამკაცრდეს კრიტერიუმები ისეთი ხარჯების დაფარვისთვის, რომელიც არის გაუთვალისწინებელი ან გარდაუვალი.