"ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია, ისეთი როგორიცაა მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტები არაა საკმარისი საქართველოს ექსპორტის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გლობალურად ეკონომიკა იცვლება“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, ახალი სექტორები ვითარდება, მათ შორის ტურიზმი და ტრანსპორტი საქართველომ კონკურენცია ისეთ ქვეყნებს უნდა გაუწიოს, რომელსაც მსგავსი მიზნები აქვს.
"თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებებმა ეკონომიკის დივერსიფიკაციას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ეს არაა საკმარისი", - ამბობს ტაო ჯანგი. მისივე თქმით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, მოსახლეობის ნაწილი კი უკვე საკმაოდ დიდი ხანია უმუშევარია. ტაო ჯანგი თვლის, რომ პრობლემაა მაღალი უთანასწორობა საზოგადოებას შორის. „რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? - საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა, მათ შორის სამსახურის საძიებო სერვისების განვითარების კუთხით", - განაცხადა ტაო ჟანგმა.