Home
Category
TV Live Menu

"იმის მაგივრად, რომ მთავრობა გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს, 67 მილიონს ითვალისწინებს მათთვის, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს"

585659abba2a0
BM.GE
18.12.16 13:38
975
"მთავრობა იმის მაგივრად, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს, 67 მილიონს ითვალისწინებს იმისთვის რომ ვისაც იპოთეკური სესხი აქვს იმას დაეხმაროს, თავდაყირაა ყველაფერი", - განაცხადა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი ლადო პაპავამ. მისი თქმით, გაჭირვებულ მოსახლეოაბს ვისაც 300 ლარი აქვს შემოსავალი ბანკი იპოთეკურ სესხს არ მისცემდა. "ეს არ არის სოციალური პროექტი, ეს ანტისოციალური პროექტია“, - აფასებს პაპავა მტავრობის ლარიზაციის გეგმას და აღნიშნავს, რომ სესხების გალარება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

"დოლარიზაცია შემცირდება, მაგრამ ლარის მიმართ ნდობა მაინც არ იქნება და თუ ლარის მიმართ ნდობა არ არის, დაწოლა სავალუტო ბაზარზე არ შემცირდება.
მე ვერ ვხედავ, რომ მთავრობას ეკონომიკურ ზრდაზე ჰქონდეს ორიენტირი. აქციზური გადასახადების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული არაა, ვნახოთ , - აღდგომა და ხვალეო. ქვეყანა არის სოციალურ კრიზისში და ეს კრიზისი ღრმავდება. სავალუტო კრიზისში უკვე ვართ და გამწვავებულია სოციალური კრიზისი, რომელსაც კერძო ბიზნესი ვერ გადაწყვეტს, ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს“, - განაცხადა პაპავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day