Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იმუნიზაციის გადავადებული პერსპექტივები

BM.GE
09.04.21 11:20
432
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ევროპის მარეგულირებლის გასკვნის შემდეგ გაიამრთა, ასტრაზენეკათი აცრის რეკომენდაცის ქვეყანაში 55 წელს ზემოტ მოსახლეობისთვის გაიცემა. შესაბამისად ექიმებიც და სხვა დანარჩენი ჯგუფის წარმოამდგენლები, რომლებისთვისაც სისტემა ვაქცინის მირებაზე ჩაწერას გულისხმობდა და 55 წელს ქვემოთ არიან ამ რეკომენდაციებში ვერ ხვდებიან.

დღეისთვის ქვეყანაში იმუნიზაცია 2 ვაქცინით მიმდინარეობს ფაიზერით და ასტრაზენეკათი. საქართველოს ფაიზერის სულ 14 ათასამდე ადამიანისათვის საკმაირისი დოზა გვაქვს , ამ მონაცემებით ამ მწარმოებლის ვაქცინაზე ადგილები შევსებულია, პრინციპში ასე იყო ბაზაზე წვდომის გახსნიდან 2 საათშივე და შემდეგ ცალკეული პირების დამატებაზე თუ სხვა რამე მანქანები მუშაობს ეგ დაზუსტებით არ ვიცი მაგრამ როგორც არ უნდა იყოს 14 ათასამდე ადამიანის აცრა შეგვიძლია ფაიზერით მხოლოდ.

ასტრაზენეკათი აცრის რეკომენდაცია როგორც გითხარით გუშინდელი დღიდან მოყოლებული 55 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არის და აქვე ერთი დაკვირვება, საქართველოში ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე დაბალი სწორედ 55-60 წელს გადაცილბულებს შორისაა არადა ვაქციანზე რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი. მათ შორის არანაირი რესურსი ჯერ გამოყოფილი ან დახარჯული არ არის თუნდაც თერმოსკრინინგისათვის მოსიარულე ჯგუფებს შორის, რომ მაგალითად პარალელურად ან სულაც მათგან დამოუკიდებლად განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში გამოიკითხონ მოქალაქეები ხომ არ სურთ აცრაზე რეგისტრაცია და თუნდაც ასე შედგეს სიები.

ამ ყველაფრის ფონზე, როცა არ გვაქვს ვაქცინები იმუნიზაციის შედარებით ფართო მოცვისთვის რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში და როდისთვის შეიძლება ვაქცინებზე ხელმწისავდომობა რეალური იყოს?



Subscribe to our news

Get the main news of the day