გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. როდიდან ამოქმედდება სისტემა, რომელსაც კერძო სექტორი დიდი ხანია ითხოვს?