Home
Category
TV Live Menu

ინდოეთის ხელისუფლება 13 ნავთობკომპანიის გაერთიანებას გეგმავს

5795d4cf76f6c
BM.GE
25.07.16 12:57
1172
ინდოეთის ხელისუფლება ემზადება გეგმისთვის გააერთიანოს 13 სახელმწიფო ნავთობკომპანია, რათა შექმნას ერთი ლიდერი მოთამაშე მსოფლიო ბაზარზე, - ამის შესახებ ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს. ნავთობის ინდური მწარმოებლის ONGC-ის გარდა, გასაერთიანებელ კომპანიათა ჩამონათვალში ხვდებიან: Indian Oil Corporation, Bharat Petroleum Corporation, Hindustan Petroleum, GAIL, Mangalore Refinery and Petrochemicals (MRPL), Chennai Petroleum, Numaligarh Refinery და Oil India. ახალი

ნავთობკომპანიის შემოსავალი ამერიკული ნავთობმომპოვებელი Chevron-ის შემოსავლების თანასწორი უნდა გახდეს, რომელიც კონკურენციას უწევს General Electric-ს Fortune-500-ის შემოსავლიანი კომპანიებსი ჩამონათვალში. ინდოეთის ნავთობის მინისტრი კომენტარს თემასთან დაკავშირებით ჯერ არ აკეთებს. ანალოგიურ წინადადებას ინდოეთის ხელისუფლება 2005 წელსაც განიხილავდა, თუმცა მაშინ ეს გაერთიანება მიზანთან შეუსაბამოდ შეფასდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day