ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი ინტერნეტ ბაზარზე ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ინდოეთმა პირველად მოიტოვა უკან ამერიკის შეერთებული შტატები. 2015 წლის შედეგებით, ინდოეთის 277 მილიონი მომხმარებელი რეგულარულად შედიოდა ინტერნეტ ქსელში.
Meeker-ის ინფორმაციით, ინდოეთის ინტერნეტ აუდიტორიის ზრდამ 2015 წელს 40 პროცენტი შეადგინა. 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 33 პროცენტი იყო. 2015 წელს მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელი 9 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდი ადამიანი შეადგინა. 2014 წელს ამ მაჩვენებლის ზრდამ 8 პროცენტი აჩვენა, თუმცა წინა წლებში იგი უფრო მაღალი 10 პროცენტი იყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ინდოეთის ეკონომიკა 6,5 პროცენტით გაიზრდება. პირველ კვარტალში ინდოეთის ეკონომიკის ზრდამ ჩინეთის ეკონომიკის ზრდას 1,2 პროცენტით აჯობა.