Home
Category
TV Live Menu

ინდოეთში 24 საათში 50 მილიონი ხე დარგეს

578a424961740
BM.GE
16.07.16 18:12
1594
ინდოეთის ერთ-ერთ შტატში გასულ კვირას, ერთ დღეში 49,3 მილიონი ხე დარგეს. აქციაში მონაწილეობას 800 000-მდე ადამიანი იღებდა.

ღონისძიებაში, რომელიც ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ იყო მიმართული, მონაწილეობდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სტუდენტები და საჯარო პირები.

ჯამში 80 განსხვავებული ჯიშის ხე დაირგა.

აქამდე რეკორდი პაკისტანს ეკუთვნოდა და ის დღეში 847,275 ხეს შეადგენდა, თუმცა ინდოეთში ღონისძიების დაანონსებისთანავე ცნობილი გახდა, რომ ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდებოდა.

ინდოეთის მთავრობას 2030 წლამდე გამწვანების აქციებისთვის 6,3 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day