პანდემია მძიმედ კიდევ ერთ ინდუსტრიაზე, სილამაზის სალონებზე აისახა. რიცხვებით საუბარს თუ დავიწყებთ, სილამაზის სალონების ფედერაციის ინფორმაციით, სექტორში 2019 წელთან შედარებით 2021 წელს მოგება 50-60%-ით, ხოლო მომართვიანობა 30%-ით შემცირდა. თუ აქამდე სილამაზის სალონის კლიენტი კონკრეტული მომსახურებით კვირაში მინიმუმ ერთხელ სარგებლობდა, ახლა ამ პროცედურას ორ კვირაში ერთხელ იტარებს. ეს მაჩვენებლები ამ ინდუსტრიის სირთულეს ნაწილობრივ ასახავს, თუმცა გაცილებით დიდია ამ სექტორზე მოსული დარტყმა. ლიკა გურაბანიძემ ინდუსტრია მოიკითხა.
ინსპირაცია არ დავმალავ, დესანჟის გლობალური ქსელის დირექტორის, ემანუელ გასნოტის საქართველოში ვიზიტი იყო, რომელიც წლის დასაწყისში ეწვია თბილისს და ქართველ პარტნიორებთან ერთად, რიგით მეორე სალონიც გახსნა აწ უკვე საბურთალოზე.