Home
Category
TV Live Menu

ინფექციური საავადმყოფო ადგილს იცვლის

5a79727e07c6d
მეგი კავთუაშვილი
06.02.18 13:15
1559
მთავრობის დადგენილების თანახმად, თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გამოიყო, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს. ამ პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 315 000 ლარი ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გადაურიცხა. სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პირობებით 20-მდე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ორი ოცხოური საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციაა.

პარალელურად, უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ცენტრს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის, წინა წლების განმავლობაში აკუმულირებული 1 მლნ ლარზე მეტი მოგების რეინვესტირების ნებართვა აქვს.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ პროექტირებისა და მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერის ვადა 14 თებერვალს იწურება.

Subscribe to our news

Get the main news of the day