Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინფლაცია შემცირდა - როდის იგრძნობს მოსახლეობა ფასების კლებას?

BM.GE
03.05.23 16:27
120
ინფლაციის ზრდის ტემპი მიზნობრივ 3%-ზე დაბლა დაეცა. 2023 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო. საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების 5.9%-იანი ზრდა იყო, რამაც 2.7%-იან ინფლაციაში 2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ჯანდაცვის ჯგუფში თითქმის 8%-იანი კლებაა, ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი მომსახურება გაიაფდა 12.9%-ით. 12%-იანი გაძვირებაა სასტუმროების და რესტორნების ჯგუფში, კომუნალურების ჯგუფში კი ფასები 10.3%-ით გაიზარდა. რა ტენდენციებია ბაზარზე ინფლაციის ტემპის კლების კუთხით და როდის იგრძნობს ინფლაციის კლებას მომხმარებელი?

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET -ის წამყვანი ეკონომისტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day