Home
Category
TV Live Menu

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს

58341ba22add2
BM.GE
22.11.16 14:17
1138
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. შესაბამისი ცვლილების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში განაცხადა.

„ახალგაზრდა ენერგიული მენეჯერი, რომელიც საქმიანობას კერძო სექტორში წარმართავდა. ის იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გარკვეულ პერიოდში. მას აქვს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კანდიდატად წარდგენის შემდეგ მინისტრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day