Home
Category
TV Live Menu

"ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფასიანი გზების შემოღებაზე მუშაობს"

583ee6dc1d28b
BM.GE
30.11.16 18:07
1699
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით ხუციშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოში ფასიანი გზების შემოღების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა, რის გამოც საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და რეგიონული განვითარების სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიდგომის შემუშავებაზე მუშაობს.

მისი განმარტებით, ფასიანი გზის პრინციპი გულისხმობს თავისთავად ალტერნატიული, უფასო გზების არსებობასაც.

„მძღოლს უნდა ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს უფასო გზით და თუ სურვილი ექნება ისარგებლოს ფასიანი გზით“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day