ინგლისის ბანკმა 5 ფუნტის კუპიურის ახალი დიზაინი გამოაქვეყნა. ახალი ბანკნოტი 13 სექტემბრიდან გავა მიმოქცევაში. კუპიურის წინა მხარეზე უინსტონ ჩერჩილია გამოსახული, ხოლო საპირისპირო მხარეს - დედოფალი ელისაბედ II.
ახალი კუპიურა იქნება პირველი პლასტიკური ბანკნოტი რომელსაც ინგლისის ცენტრალური ბანკი უშვებს, მსგავს პოლიმერულ ფულს ავსტრალია, კანადა, ბრუნე და კიდევ რიგი ქვეყნები გამოსცემენ. როგორც ბანკში აღნიშნავენ, ეს ხელ შეუწყობს ფალსიფიცირებული კუპიურების ბეჭდვასთან ბრძოლას და მიმოქცევაში ყოფნის დრო 5 წლამდე გაიზრდება, - წერს BBC News.