Home
Category
TV Live Menu

ინისტრის მოადგილე: "გაზპრომ ექსპორტთან" მოლაპარაკებისას ქართული მხარე 3 ძირითად საკითხზე იყო ორინერიტებული, რომელსაც მიაღწია

587734d8613f2
BM.GE
12.01.17 11:48
1780
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, "გაზპრომ ექსპორტთან" მოლაპარაკებებისას ქართული მხარე 3 ძირითად საკითხზე იყო ორინერიტებული, რომელსაც მიაღწია. ამის შესახებ ვალიშვილმა "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარეკებების შედეგად, ფინანსური პირობების ერთი ერთზე შენარჩუნების თვალსაზრისით შედეგი ნამდვილად არ არის. თუმცა, ქართულმა მხარემ დასახულ მიზნებს მიაღია.

ვალიშვილის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გამოწვევა იყო, რუსულ გაზზე დამოკიდებულება არ გაზრდილიყო.

"ერთი ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რუსულ გაზზე დამოკიდებულება არ უნდა გაზრდილიყო და ჩვენ ეს თავისუფლება შევინარჩუნეთ. ჩვენ არ გვაქვს გაზის შესყიდვის ვალდებულება. თავისუფლება ამ ნაწილში ყველაზე ღირებული ასპექტი იყო.

მეორე მიზანი იყო, ფინანსური ანაზღაურების მაქსიმიზაცია, რაც კი სექტორის პრაქტიკაში არსებობს. მაქსიმალური რეიტი ტრანზიტის ტარიფისა იყო მიღწეული, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მაღალი, რაც არის ევროპის პრაქტიკა“,- განაცხადა მარიკა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, მესამე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ტრანზიტის მოცულობების მაქსიმუმის შენარჩუნება, რაც ასევე მიღწეულია.

"ჩვენ მაქისმალური აქცენტები გავაკეთეთ ტრანზიტის მოცულობების მაქსიმუმზე შენარჩუნებაზე, რომ ის არ შემცირდება 2 წლის განმავლობაში",- განაცხადა ვალიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day