სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ი უძრავი ქონების ბიზნესში შედის. ჯგუფში შემავალმა კომპანია Inn Development-მა პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში უკვე დაიწყო. 14 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი „დიდი დიღომი ინნ“-ის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ ლარია და ის საცხოვრებელ ბინებთან ერთად კომერციულ ფართებსაც მოიცავს.
სტუმარი: ერეკლე კოკაია - Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი;