24 თებერვალს, 15 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნლოგიების სააგენტოს, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი ეწვევა. სტუმარი დაათვალიერებს ტექნოპარკის სივრცეს, გაეცნობა სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ქვეყნებს შორის ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ელჩი ასევე, შეხვდება სტარტაპებს და მათ საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ პროგრამების შესაძლებლობებს გააცნობს.
საელჩოს წარმომადგენლები შეხვედრაზე მოწვეულ სტარტაპებს ინფორმაციას მიაწვდიან პარიზში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ჰაკათონის შესახებ, რომელშიც ქართველ სტარტაპებს ექსკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.
ღონისძიება 2017 წლის 16 მარტს პარიზში, პარიზის მერისა და Paris & Co-ს ორგანიზებით იმართება. ჰაკათონის ფარგლებში, პარიზის მერიის დარბაზები ერთი დღის მანძილზე სტარტაპებს, დიდ კომპანიებსა და სპორტსმენებს, ისევე როგორც სხვადასხვა დიდ სპორტულ ფედერაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლებს.
(R)