Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 500 Georgia-ში $5 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

BM.GE
26.12.22 18:32
161
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „500 Georgia ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს იქნება ვენჩურული ფონდი, რომელშიც, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 153 მეგავატზე მეტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day