შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა რვა თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 3825 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით - 373 830 ლარი.
"თბილსერვის ჯგუფის" მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, 3 825 სამართალდამრღვევი პირიდან 1 318 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 29 დეკემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 3726 ფიზიკური და 99 იურიდიული პირი.
დასუფთავების ინსპექტორები თბილისში 2017 წლის 3 აპრლიდან გამოჩნდნენ, დაჯარიმება კი 20 აპრილიდან დაიწყეს.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ჯარიმა 2 კილოგრამი ნაგვის დაყრაზე 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის დაყრის შემთხვევაში კი სანქცია სხვადასხვანაირია და 1000 ლარს აღწევს.