6 თვეში სოციალურ ქსელში Instagram რეკლამის დამკვეთთა რიცხვი გაორმაგდა. სოციალურ ქსელში რეკლამის დამკვეთების რიცხვმა ნახევარ წელიწადში 500 000 შეადგინა, რაც 2016 წლის თებერვლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
"ინსტაგრამის“ ოპერაციული დირექტორი აცხადებს, რომ დღეისთვის საერთაშორისო ბრენდების უმეტესობა რეკლამას სოციალური ქსელების მეშვეობით აკეთებს, თუმცა, რეკლამის დამკვეთთა უმეტესობა მაინც მცირე ბიზნესზე მოდის.
ამასთან, ბევრი კომპანია რეკლამას პარალელურად სოციალურ ქსელ Facebook-საც უკვეთავს, თუმცა, კომპანიების ნაწილი "ინსტაგრამს" ანიჭებს უპირატესობას, რამდენადაც ეს სოციალური ქსელი ახალგაზრდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.