Home
Category
TV Live Menu

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველო 95-ე ადგილზეა

5a2ce37e61aea
BM.GE
10.12.17 18:00
730
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეიტინგში მსოფლიოში 95-ე ადგილზეა. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამორჩება: სიაში 94-ე ადგილზეა თურქეთი, 93-ზე რუსეთი, 75-ზე სომხეთი და 37-ზე კი აზერბაიჯანი.

რეიტინგში მსოფლიოს 137 ქვეყნის მონაცემია გაანალიზებული, სადაც 7 ქულა საუკეთესო შეფასებაა, ხოლო 1 კი ყველაზე დაბალია. საქართველოს სარეიტინგო ქულა 3,7-ია.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:

შვეიცარია - 6,6 ქულა
ფინეთი - 6,5 ქულა
ლუქსემბურგი - 6,3 ქულა
სინგაპური - 6,2 ქულა
ახალი ზელანდია - 6,2 ქულა
ნიდერლანდების სამეფო - 6,2 ქულა
გაერთიანებული სამეფო - 6,2 ქულა
ბელგია - 6 ქულა
ჰონგ კონგი - 5,9 ქულა
ისრაელი - 5,9 ქულა

Subscribe to our news

Get the main news of the day