"მე მესმის Inter Rao-სი, რადგან შესაძლებელია, ფულის კონვერტაციის დროს გარკვეული რაოდენობის თანხა მართლა დაეკარგათ", - ამის შესახებ "საქმის კურსს" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განუცხადა. ასე პასუხობს არაბიძე შეკითხვას, რამდენად საფუძვლიანია "ინტერ რაოს" მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ლარის დევალვაციის გამო მილიონობით დოლარის კომპენსაცია აუნაზღაურდეს.
გია არაბიძის თქმით, საქართველოში ტარიფის დაანგარიშება პირდაპირ ლარის კურსთან მიბმული არ არის და მისი ცვლილება არ განაპირობებს მუდმივად ტარიფის ცვლილებას.
"ტარიფის ანგარიშის დროს ის არ მიჰყვება მდორედ ლარის კურსის ცვლილებას. ჩვენ გვაქვს ასეთი იდეოლოგია, რომ ტარიფში ლარის კონკრეტული კურსი კონკრეტული კურსია დაანგარიშებული. მაგალითად 2,4 და თუ კურსი ზევით წავა, კომპანიას შეუძლია გადაანგარიშება მოითხოვოს, თუ ქვემოთ წამოვა, სემეკს უფლება აქვს გადაიანგარიშოს. აქედან გამომდინარე ზუსტი თანხვედრა რომ მიმდინარეობდეს, რომ შეიცვალა ლარი, შეიცვალა ტარიფი - ასეთი იდეოლოგია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე მე მესმის Inter Rao-სი, რადგან შესაძლებელია კონვერტაციის დროს გარკვეული რაოდენობის თანხა დაეკარგათ, რადგან ლარებში ამოიღეს გადასახადი, გადააკონვერტირეს დოლარში და ნაკლები თანხა მიიღეს",- აცხადებს არაბიძე.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ტარიფში გათვალისწინებულია ლარის 2,45-2,5-იანი კურსი.
საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას Inter Rao-ც გეგმავს, - კომპანია ლარის კურსის გამო მილიონობით დოლარის კომპენსირებას ითხოვს