Home
Category
TV Live Menu

ინტერნეტის უმსხვილესი "შავი ბაზარი" დაიხურა

5974af1cd0cb9
BM.GE
23.07.17 18:10
870
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, სავაჭრო ონლაინ-პლატფორმა AlphaBay დაიხურა, - ქვეყნის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსის განცხადებაზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს Reuters.

AlphaBay-ი ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. ის FBI-ის მიერ 2013 წელს დახურულ პლატფორმაზე - Silk Road ათჯერ დიდი ზომის იყო. ორივე პლატფორმა ონლაინ შავი ბაზრის წარმომადგენელად ითვლება, სადაც მომხმარებელს აკრძალული მედიკამენტების, ნარკოტიკის, ყალბი დოკუმენტების, იარაღის, კიბერთავდასხმისთვის პროგრამული უზრუნველყოფის და უამრავი სხვა პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა შეეძლო, მათ შორის, ბიტკოინით.

AlphaBay-ი შავი ბაზრის ერთგვარი Amazon-ი იყო, სადაც მომხმარებელს არალეგალური პროდუქციის შეძენა შეეძლო.

AlphaBay-ზე 40 ათასი რეალიზატორი და 200 ათასი მომხმარებელი იყო დარეგისტრირებული. ვებ-გვერდზე 250 ათასი სხვადასხვა პროდუქტით და მომსახურებით ვაჭრობა ხორციელდებოდა, აქედან 238 გამყიდველი ნარკოტიკით ონლაინ-ვაჭრობას ეწეოდა.

5 ივლისს ტაილანდში AlphaBay-ის დამაარსებელი ალექსანდრ ქეიზი დააპატიმრეს, რომელიც რამდენიმე დღეში ციხის მცველმა საკანში გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ქეიზიმ თავი პირსახოცით ჩამოიხრჩო.

Subscribe to our news

Get the main news of the day