Home
Category
TV Live Menu

"ინტერპოლს ბრალდებული პირის ვიზუალურ გამოსახულებად სხვისი ფოტო მიაწოდეს"

5a99447f90a03
მეგი კავთუაშვილი
02.03.18 16:31
818
შსს-მ პროკურატურას, პროკურატურამ კი ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს სისხლის სამართლის ბრალდებულის ნაცვლად, სხვისი ფოტო მიაწოდა და მისი წითელი ცირკულარით მოძებნა დაავალა. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ავრცელებს.

„სისხლის სამართლის საქმეში არსებული ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოსურათი შეცდომით იქნა მიჩნეული ბრალდებული პირის ვიზუალურ გამოსახულებად. აღნიშნული ფოტოსურათი გადაეცა პროკურატურას, რომელმაც თავის მხრივ, თხოვნით მიმართა ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით და მიაწოდა აღნიშნული ფოტოსურათი, როგორც ძებნილი პირის ვიზუალური გამოსახულება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადების განხილვის პროცესშივე გამოასწორა დაშვებული შეცდომა, ამოიღო ფოტოსურათი სამძებრო საქმის მასალებიდან და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას უზუსტობის თაობაზე. შედეგად ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ შეიტანა ცვლილება ბრალდებულის საერთაშორისო ძებნის ბარათში, ასევე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უზრუნველყო შესაბამისი ცვლილების დროულად ასახვა.“ - ნათქვამია 2017 წლის ანგარიშში.

Subscribe to our news

Get the main news of the day