Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან - საკადრო ცვლილებები მთავრობაში

BM.GE
15.02.22 19:04
347
„თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ჭკუაზე ვერ დავქოქეთ რაღაცეები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაჭირდება და ისევ ვიჩანჩალებთ“ – 2021 წლის ბოლოს ბიემჯისთან შემაჯამებელ ინტერვიუში ეს განაცხადი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გააკეთა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალს თვენახევარში ჩავხურავთ, მაგრამ იქამდე მოკლედ, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წლის დასაწყისიდან, ვიდრე დღემდე: შედარებით ცხელი ამბებიდან საკადრო ცვლილებებია მთავრობის ეკონომიკურ გუნდში - ნათია თურნავა სახლში წავიდა თუ გაუშვეს, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა და ვიცე პრემიერობა შეინარჩუნა, რითაც მეტად გამოიკვეთა მისი როგორც პრემიერ მინისტრის შემდეგ ეკონომიკური გუნდის კოორდინატორის როლი ამ ამპლუაში. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მემკვიდრედ, ბუნებრივია პრემიერის ჩართულობით და გადაწყვეტილებით, თავისივე მოადგილე ოთარ შამუგია დატოვა.... ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ დროის განმავლობაში ბიზნესი ძალიან აქტიური იყო - მიზეზი ალბათ მაინც პანდემიის მორიგი ტალღაა და, ზოგადად იანვარი არც ეკონომიკურად არის აქტიური თვე, თუმცა აქტიურობდა და ცდილობს არ დაგდოს ტემპი პრემიერ-მინისტრმა. მართალია, 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელიც 100 დღეში უნდა წარმოედგინა, გაერთიანებული სახით არსად ჩანს, მაგრამ ტემპს არ ეშვება, კვირიდან კვირამდე ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდის, ვციტირებ :„ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და გარკვეული არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა“ - მიმართა გუნდს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

რამდენად ხედავს ბიზნესი საქმეს ლაპარაკთან და ინიციატივებთან ერთად. ვინ არის ახალი ინიციატივების და იდეების გენერატორი - მთავრობა და თუ ბიზნესი და რამდენად დაიწყო საკითხების და თემების გადაწყვეტა, რომელიც თავის დროზე დროში იწელებოდა და არაერთხელ გამხდარა ბიზნესწრეების კრიტიკის საგანი.

სტუმარი: ლაშა პაპაშვილი - ბიზნესმენი;

Subscribe to our news

Get the main news of the day