სწრაფი ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია უპირველესად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძიებით, - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტში პრემიერ მინისტრის ანგარიშის და 10 წლიანი გეგმის დეპუტატების წინაშე წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.