თამაზ გიორგაძის მიერ დაფუძნებულ ფინტექ კომპანია Raisin-ს, რომელიც გერმანიაშია ბაზირებული, დღეს უკვე 700 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. რვა წლის წინ დაწყებული სტარტაპი დღეს უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ ბანკთან თანამშრომლობს და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც შევიდა, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამს. RAISIN-ის პლატფორმა მომხმარებელს სასურველი სადეპოზიტო პროდუქტების ერთ სივრცეში ერთმანეთთან შედარებასა და ამორჩეული პროდუქტის შეძენაში ეხმარება. გარდა ამისა, Raisin-ი ხელს უწყობს ბანკებს, მიიღონ წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.
თამაზ გიორგაძე - Raisin-ის დამფუძნებელი;
თამაზ გიორგაძე - Raisin-ის დამფუძნებელი;