Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინვესტიცია ადგილობრივ ობლიგაციებში - რა სარგებელი დაერიცხება საპენსიო დანაზოგებს?

BM.GE
12.12.22 17:38
155
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა ამჟამად 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს. სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა კომპანია ნიკორაში ინვესტირებას, საპენსიო სააგენტომ კომპანიის კორპორაციული ობლიგაციები შეიძინა, ინვესტიციის მოცულობამ 3.5 მლნ ლარი შეადგინა, ფონდის აქტივების 0.1%.

სტუმარი: გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day