Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინვესტიცია ქართულ კორპორაციულ ობლიგაციებში - როგორ ვაკონტროლოთ რისკები საპენსიო სააგენტოში?

BM.GE
08.12.22 12:10
141
პირველი ინვესტიცია ქართულ კორპორაციულ ობლიგაციებში - საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ ახალ ემისიაში 3.5 მლნ ლარი დააბანდა. „იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გარკვეული სტიმული იქნება ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით დავაბანდოთ საპენსიო დანაზოგები ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას“ - ასე აფასებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ინვესტიციის განხორციელებას. გოგა მელიქიძის თქმით, საპენსიო სააგენტო მეორად ბაზარზე ობლიგაციებს პერმანენტულად უყურებს, თუმცა მათი ლიკვიდურობა ძალიან დაბალია. “ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით ბაზარზე 35 მილიონი ლარის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციები დაილისტება საფონდო ბირჟაზეც. 

ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს. სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია: 

საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში. 

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი 1 თვის წინ აანონსებდა, რომ დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებშიც შეეძლება თანხების დაბანდება. სად უნდა განთავსდეს ჩვენი დანაზოგები და რა რისკები ახლავს პროცესს? 

სტუმარი: ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი;



Subscribe to our news

Get the main news of the day