Home
Category
TV Live Menu

"ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული თამაშის წესები იყოს"

5a02c73aba3d7
BM.GE
08.11.17 12:48
857
თანაინვესტირების ფონდის ხელძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვაში პრობლემას ვერ ხედავს.

ბაჩიაშვილმა „საქმის კურსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს გარკვეული თამაშის წესები და თუკი უცხოელებზე მიწის მიყიდვა აიკრძალება მას შეუძლია ის გრძელვადიანი იჯარით აიღოს, რაც ზოგ შემთხვევაში ეკონომიკურად უკეთესიც არის.

„ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისთვის იყოს გარკვეული თამაშის წესები. თუ მიწის ყიდვა დავუშვათ ნებადართულია უცხოელი ინვესტორები შესაბამისად იმოქმედებენ და კერძო საკუთრებაში აიღებენ ამ მიწებს. თუ დავუშვათ ეს აკრძალულია არსებობს ბევრი სხვა მეთოდი არსებულ მიწაზე საქმიანობის განხორციელებისთვის, მათ შორის გრძელვადიანი იჯარა.

ჩვენც უცხოული ინვესტორი გამოვდივართ, ფონდი არ ფლობს მიწებს და აქვს გრძელვადიან იჯარაში კომპანიებიდან. ეკონომკურად იჯარა ზოგ შემთხვევაში უკეთესიც არის“, - ამბობს ბაჩიაშვილი.


Subscribe to our news

Get the main news of the day