Home
Category
TV Live Menu

"iPhone+" მისმა დამფუძნებელმა დატოვა და კომპანიის კუთვნილი ტექნიკა გაყიდა

5832f1d473ef8
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.16 17:13
1091
კომპანია "აიფონ+" მისმა დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა დატოვა. კომპანიის კუთვნილი ტექნიკა, რომელიც დაყადაღებული არ იყო, მარღიშვილმა გაყიდა და ამ საქმიანობას ჩამოშორდა. ამის შესახებ მამუკა მარღიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის Skype-ის მეშვეობით ბრიუსელიდან ჩაერთო.

კომპანიაში განმარტავენ, რომ დარეგისტრირდა ახალი შპს, "აიპლუსი", რომლის მენეჯმენტიც შეიცვალა, ხოლო დაბალი რგოლის თანამშრომლები "აიფონ პლუსიდან" ახალ კომპანიაში გადავიდნენ.

მამუკა მარღიშვილმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა, როგორც მან „სკაიპ კონფერეციაზე“ განაცხადა, მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეზე დაიწყო ინფორმაციის შეგროვება, მას თვალთვალი დაუწყეს.

"მივხვდი, რომ ჩემი ქვეყანაში დარჩენა დასრულდებოდა ან ჩემი დაჭერით ან ლიკვიდაციით. დაჭერა გაუჭირდებოდათ, რადგან ნარკოტკები არასოდეს მომიხმარია და ვერ დამაბრალებდნენ და ვერ ჩამიდებდნენ, რადგან არავინ დაიჯერებდა. ვერც იარაღს ჩამიდებდნენ, რადგან არც კრიმინაკური წარსული მქონია. შესაბამისად, ერთი გამოსავალი რჩებოდათ ჩემი გაჩერების და ეს იყო ლიკვიდაცია",- აცხადებს მამუკა მარღიშვილი.

კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე ახალი მტკიცებულებები წარადგინეს, რომლებიც, მათი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კავშირს კომპანია „აიტექნიკთან“, რომლის გამოც სასამართლომ „აიფონ პლუსის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და კომპანია მილიონ 600 ათასი ლარით დააყადაღა.

"iPhone +" წარმომადგენლების განცხადებით, ვალერიან ცერცვაძეს საკუთარი ბინა იპოთეკით ჰქონდა დატვირთული სწორედ კომპანია "აიტექნიკის" სასარგებლოდ და მხოლოდ 2016 წლის მაისში მოხდა იპოთეკის ვალერიან ცერცვაძის მამაზე გადაფორმება.

ასევე, მათი ინფორმაციით, iTechnic-ის საახალწლო კლიპში გამოყენებულია ვალერიან ცერცვაძის სამსახურეობრივი მანქანა, რომელიც რეალურად სასამართლოს ეკუთვნის.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პრემიერის მოწოდების შემდეგ, რომ სიტუაციაში შესაბამისი საგამოძიებო უწყებები ჩართულიყვნენ და საქმეში გარკვეულიყვნენ, პროკურატურამ არათუ "აიფონ პლუსის" დაცვა დაიწყო, არამედ კიდევ ერთხელ შესამოწმებლად შევიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day