Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იქნება თუ არა დაანონსებული ფრენები ნამდვილად რეგულარული? - თურნავა #BMG-ს პასუხობს

BM.GE
20.10.20 14:30
685
1 ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით ახლდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში წერია. მიუნხენის, პარიზის და რიგის გარდა, რეგულარული ფრენები დაინიშნება თბილისიდან დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან - კატოვიცეს, დორტმუნდის და ვილნიუსის მიმართულებით. 1 ნოემბრიდანვე, საქართველოში შემოსული მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან. ისინი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. ბიემჯის კიტხვებს ამ თემაზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day